მოლდოვის ჩრდილოეთით რუსული რაკეტა ჩამოვარდა

გამოქვეყნდა:

მოლდოვაში, 31 ოქტომბერს, დილით, ქვეყნის ჩრდილოეთით, ოკნიცას რაიონში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

უწყებაში აღნიშნეს, რომ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და ის სოფელ ნასლავჩაში ჩამოვარდა, დასახლება საზღვართან მდებარეობს.

შემთხვევამ რამდენიმე სახლში შუშები ჩაამსხვრია. პორტალმა NordNews-მა ადგილზე სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოვარდნის მომენტს ასახავს:

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ დნესტრის ჰიდროელექტროსადგურს უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ნასლავჩანსკაიას ჰიდროელექტროსადგურიდან 10 კმ-ის დაშორებით. უწყების ცნობით, წყალდიდობის საფრთხე არ არსებობს.

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი