
სპეცოპერაციის კიდევ ერთი ადგილი თბილისში - სამართალდამცველებმა სავარაუდო ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩხრეკისა და დაკავების ღონისძიებები ამჯერად ქვიშხეთის ქუჩაზე, სანზონაში ატარებენ. მიმდინარეობს ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა.
მანამდე კი სპეცოპერაციები ერთდროულად ტარდებოდა ფონიჭალაში, რამდენიმე ადგილას და საქართველოს სხვა რეგიონებში.
სულ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10-ზე მეტი პირია დაკავებული. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებულები საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები არიან. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.