"მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ძალისხმევისთვის, რაც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის გასწიეთ" | ფაშინიანი პუტინს

გამოქვეყნდა:

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ძალისხმევისთვის, რაც თქვენ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის გასწიეთ", - ასე მიმართა სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა პუტინს. ამის შესახებ მან სოჭში კრემლის დიქტატორთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, მის კომენტარს კი რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

"ყარაბაღის კონფლიქტი უნდა დასრულდეს" - ამის შესახებ კი მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში მიმდინარე სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის მიზანია რეგიონში სტაბილურობის დამყარება და პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება. 

ამასთან, პუტინმა იმედი გამოთქვა რომ პაშინიანთან და ალიევთან შეხვედრის ფარგლებში ყარაბაღის პრობლემების მოსაგვარებლად პოზიტიურ შედეგებს მიაღწევენ და ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებულ დაპირისპირებას დაასრულებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი