ყარაბაღის კონფლიქტი უნდა დასრულდეს - პუტინი

გამოქვეყნდა:

ყარაბაღის კონფლიქტი უნდა დასრულდეს - ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში მიმდინარე სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის მიზანია რეგიონში სტაბილურობის დამყარება და პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება. 

"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი ათწლეულებია გრძელდება და გეთანხმებით  რომ ეს უნდა დასრულდეს. ამასთან ამ კონფლიქტის დასრულების პოლიტიკური ნებაც არსებობს. რუსეთი ამ სურვილს მხარს უჭერს და ამას ყველა შეხვედრაზე ვადასტურებთ. როდესაც შეიარაღებული კონფლიქტის დროს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მივაღწიეთ, ეკონომიკურ განვითარებაზეც ვისაუბრეთ. ამ დეტალებზე დღეს დეტალურად ვისაუბრებთ და იმედი მაქვს რომ პოზიტიურ შედეგებს მივაღწევთ. ვიმედოვნებ რომ ვითარების დარეგულირებას მოვახერხებთ" თქვა პუტინმა.

ამასთან, პუტინმა იმედი გამოთქვა რომ პაშინიანთან და ალიევთან შეხვედრის ფარგლებში ყარაბაღის პრობლემების მოსაგვარებლად პოზიტიურ შედეგებს მიაღწევენ და ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებულ დაპირისპირებას დაასრულებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი