მამუკა მდინარაძე აშშ-ს საელჩოს განცხადებას აკრიტიკებს და მკაფიოობას "ურჩევს". ის ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით, დიპლომატიური უწყების დღევანდელ შეფასებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების "ზოგადი ფრაზებით" კრიტიკა, "ბუნდოვანებას იწვევს".
მდინარაძის დასკვნით, აშშ-ს საელჩომ დღეს "აღიარა", რომ მთავარი არხი, "პარტიული მედიაა"
"სასამართლო ხელისუფლების მიმართ როდესაც მიდის კრიტიკა, ვისურვებდი კიდევ უფრო მეტ მკაფიობას. სასამართლო გადაწყვეტილებას როდესაც აკრიტიკებ, ასეთი ზოგადი ფრაზებით კრიტიკა ბუნდოვანებას იწვევს. რაღაცაზე რომ ამბობს ცუდს, უნდა დააყოლო, რატომ, რისთვის არის ცუდი. ეს ჩემი აზრია. უნდა თქვა, რომ სამართლებრივად არის გაუმართავი, უკანონობა დაინახეს ან რაღაც მსგავსი მოხდა. ასე ზოგადად როდესაც აკრიტიკებ, ეს პირდაპირ ურტყამს სასამართლოს და არის ძალიან ცუდი. განცხადებაში კონკრეტული არგუმენტები რომ ყოფილიყო მოყვანილი, უფრო მკაფიო იქნებოდა. ვეჭვობ, კონკრეტული არგუმენტი, კარგად განსწავლულ ადამიანებს, ვინც ეს განცხადება გააკეთა, არ ჰქონდათ, მით უმეტეს კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები. ამიტომ მოუწიათ ზოგადი განცხადების გაკეთება. ამ განცხადებაში კიდევ ერთი ამბავი მენიშნა – რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ განცხადებაში იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ დაკავებულია ობიექტური მედიის, ან მსგავსი ეპითეტი კი არ იყო გამოყენებული, არამედ საუბარია პარტიულ მედიაზე. დღეს ეს ამერიკის საელჩოს განცხადებაში გამოჩნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ საუბარია მათი მხრიდან პარტიულ, ანუ მთავარი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელზე. ამიტომ აშშ-ს საელჩომ დღეს პირველად აღიარა, რომ ეს არის პარტიული მედია, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. კრიტიკის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ აღიარება, რომ ეს არის პარტიული მედიაა" აცხადებს მდინარაძე.
აშშ-ს საელჩოს განცხადება: