ბელარუსისა და რუსეთის საპარლამენტო კრების დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და შეხვედრები გამართა. დელეგაციას რუსეთის ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე არტემ ტუროვი ხელმძღვანელობს. ისინი აფხაზეთის მარიონეტული პარლამენტის თავმჯდომარემ, ლაშა აშუბამ და ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მიიღეს.

მედიის ინფორმაციით, დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს "პრეზიდენტს" მიღებისთვის და აღნიშნეს "აფხაზეთის რესპუბლიკასთან" ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობა ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ, საქართველოს დროებით ოკუპირებულ რეგიონში, კერძოდ, ბიჭვინთაში, 28 აგვისტოს ჩავიდა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი