შეწყალება პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და პარლამენტარების შუამდგომლობით - პირველი ნაბიჯი გადადგმულია. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ხელს აწერენ მიმართვას ქვეყნის მეთაურისადმი, რომელშიც მთავარი კრიტიკული ტელე-არხის დამფუძნებლისა და დირექტორის შეწყალებაზეა საუბარი. ხელმოწერების შეგროვება უკვე დასრულებულია და შუამდგომლობა პრეზიდენტის აპარატში გადაიგზავნა. რას გადაწყვეტს ქვეყნის მეთაური, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
თავად ნიკა გვარამიას პოზიცია უცვლელია - პირადად "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი დანაშაულს არ აღიარებს და შეწყალებას არ ითხოვს. არ ითხოვს მის შეწყალებას ოპოზიციის კიდევ ერთი ნაწილი, რომლის წევრებიც სკეპტიკურად უყურებენ სალომე ზურაბიშვილის უნარს, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მმართველი პარტია კი პრეზიდენტს მორალსა და თავმოყვარეობაზე ესაუბრება.