
ღალატისთვის დაკავებულ „მოტორ სიჩის“ პრეზიდენტს უკრაინის გენპროკურატურამ ქონება დაუყადაღა. პროკურატურის ინფორმაციით, ყადაღადადებულია კორპორატიული აქტივები, უძრავი ქონება, მანქანები და ნაღდი ფული. ქონების ჯამური ოდენობა თითქმის 1 მილიარდი უკრაინული გრივნაა.
სააქციო საზოგადოება „მოტორ სიჩის“ პრეზიდენტი, 83 წლის ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 23 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალად ედება ღალატი და რუსეთთან თანამშრომლობა.
"მოტორ სიჩი" მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფირმაა თვითმფრინავის ძრავების, ვერტმფრენებისა და სამრეწველო გაზის ტურბინების წარმოებაში.
ბოჰუსლაევი სამჯერ იყო არჩეული უმაღლეს რადაში ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის "რეგიონების პარტიიდან". 2014 წელს კი კენჭი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყარა.