ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა კარზე დააბეზღოს საქართველო, რათა არ მიიღოს სტატუსი - ქადაგიშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა სამი ოპოზიციური პარტიის -  დროა, სტრატეგია აღმაშენებლისა და გირჩი მეტი თავისუფლების, შეხვედრები შეაფასა და თქვა, რომ აღნიშნული პარტიები "ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო ყველა კარზე დააბეზღონ, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს".

ქადაგიშვილის თქმით, "რადიკალური ოპოზიციისა" და  "ე.წ. სამეულის" მიზანია, ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიონ და ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ.

"ძირითადად, დაკავებული არიან, ვინ შეიხვედრებს დაშლის პროცესში მყოფი, დასუსტებული „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრეობას, განსაკუთრებით ოლიგარქიული დაფინანსების წყაროებს, რომელთაც „ნაცმოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული მანქანა იკვებებოდა, ვის შეხვდება და ვის დააფინანსებს კეზერაშვილი. აქედან გამომდინარე არის ატეხილი ყველა ეს მძიმე და დაუნდობელი ბრძოლა ოპოზიციის ბანაკში, თავი რომ უკეთესად წარმოაჩინონ, უფრო დიდ პატრიოტებად და დიდ ევროპელებად. მაქსიმალურად აკეთებენ ყველაფერს, რომ ყველა კარზე დააბეზღონ საქართველო, რათა არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მათი აზრი ასეთია, რომ იქნებ ამის შემდეგ, ხალხში უკმაყოფილება აგორდეს და ჩვენ რამენაირად ხელისუფლების სათავეში მოვიდეთ. ეს არის ის მდაბიო საფუძველი და მიზანი, რაზეც დღეს ეს სამეული და რადიკალური ოპოზიცია დგას", - თქვა მან.

ცნობისთვის, დღეს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: დროა, სტრატეგია აღმაშენებლი, გირჩი-მეტი თავისუფლება, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მთავარი თემა ევროკომისიის რეკომენდაციები და მისი შესრულების გზები იყვნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ "ოცნება" კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ამ რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი