პოლონეთის სეიმის ვიცე სპიკერი, მალგოჟატა გოშევსკა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან, მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს. გოშევსკამ "ოცნების" ლიდერებს დღეს აუხსნა, ვინ არის და რას წარმოადგენს ის:
"წინა ჩემი ვიზიტის დროს, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დამამცირებელი სიტყვებით მომიხსენია და ასევე თქვა, რომ ყველამ იცის ვინ არის ეს ქალი და რას წარმოადგენს. ამით მან ვერ შეაფასა ჩემი რეალური პოზიცია. ქართველების უმეტესობამ, ვისთანაც მაქვს შეხება, იციან ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, მაგრამ სპეციალურად ამ ბატონისთვის, ორიოდე სიტყვით დავახასიათებ ჩემ პიროვნებას.
მე გახლავართ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც უკვე მეორე ვადით არის ხელისუფლებაში. ეს არის პარტია "პოლიტიკური ძალა", რომელიც ახორციელებს პოლონეთის რეფორმებს, რომელიც აქტიურად ეხმარება უკრაინას. მრავალი წელია მხარს ვუჭერ ოპოზიციურ მოძრაობებს იმ ქვეყნებში, რომლებშიც დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას" თქვა პოლონელმა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, გოშევსკას დღეს უკვე მესამედ უთხრეს უარი მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ასევე, არ მისცეს ნიკა გვარამიასთან შესვლის უფლებაც.