EU-ს 12 რეკომენდაციის შესრულება ფიქციაა. არ ეხებიან იმ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს - გოშევსკა

გამოქვეყნდა:

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, მალგოჟატა გოშევსკა ამბობს, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება საქართველოში ფიქციაა, რადგან "ქართული ოცნება" არ ეხება ადამიანს, რომელიც ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს.

"სამწუხაროდ, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება ფიქციაა. ქართული ოცნების ლიდერები ფაქტობრივად არ ეხებიან იმ ადამიანს, რომელიც უმთავრეს გადაწყვეტილებებს იღებს. 

თქვენ შესანიშნავად იცით, ვინ მართავს საქართველოს, ვინ იღებს მნიშვნელოვან და საკვანძო გადაწყვეტილებებს. ამას დიდი განმარტება არ სჭირდება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ არ დაუწესეს სანქციები რუსეთს. რუსეთის უამრავი მოქალაქე იმყოფება ახლა აქ, ყველა ქუჩაზე ისმის მათი ენა. 

ყველაფრის მიუხედავად დიდი სიამაყით ვადევნებ თვალს ქართველებს, მე ვხედავ როგორ ეხმარებიან ისინი უკრაინელ ლტოლვილებს და იბრძვიან ისინი უკრაინაში. ქართული საზოგადოება ამ შემთხვევაში ამტკიცებს, რომ ისინი იყვნენ, არიან და იქნებიან დასავლური საზოგადოების ნაწილნი. მაქვს ძალიან დიდი სურვილი, მმართველმა პარტიამაც ეს გაითავისოს და ბოლოს, აღვნიშნავ, რომ პოლონეთმა ბევრჯერ შესთავაზა საქართველოს მხარეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ჰუმანიტარული მიზნებით პოლონეთში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე" - ამბობს მალგოჟატა გოშევსკა 

შეგახსენებთ, რომ გოშევსკას დღეს უარი უთხრეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. არ მისცეს არც ნიკა გვარამიასთან შესვლის უფლება.  
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი