
თელავის რაიონულმა სასამართლომ პირს, რომელმაც შვილის თვალწინ ცოლ-ქმარი მოკლა უვადო პატიმრობა მიუსაჯა. შემთხვევა სოფელ კონდოლში, ერთ-ერთ ფერმაში მოხდა, სადაც ბრალდებული მუშაობდა.
უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული:
"2022 წლის 10 თებერვალს, ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული გლუვლულიანი იარაღიდან დამიზნებით ესროლა ცოლ-ქმარს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებული დაემუქრა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილს და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. იხილეთ: