ივანიშვილის სანქცირება, პოლიტპატიმრები, რუსეთის სავარაუდო დახმარება - დღეს ბრიუსელში ახალ რეზოლუციას უყრიან კენჭს

გამოქვეყნდა:

დღეს ბრიუსელში ახალ რეზოლუციას უყრიან კენჭს. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების  შესრულების შესახებ მორიგი მოხსენება უნდა მოისმინონ. სვენ მიქსერის ანგარიშის პარალელურად, დეპუტატების ნაწილი სარეზოლუციო ტექსტში კორექტივების შეტანას ითხოვს. 

კერძოდ, ეს ცვლილებები ეხება ნიკა გვარამიას პატიმრობას, განაჩენის გადახედვას და მის გათავისუფლებას, ასევე მედიათავისუფლების უზრუნველყოფას. 

შესწორებები შეეხება მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, ასევე  ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას. 

დეპუტატთა ერთი ჯგუფი კი დასავლეთის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად რუსეთის მხრიდან საქართველოს გამოყენების ალბათობაზე მიუთითებს და ევროკავშირს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი