საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშში ცვლილებების შეტანაზე დღეს ევროპარლამენტში იმსჯელებენ

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაში შესრულების ანგარიშში კორექტივების შეტანაზე დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში იმსჯელებენ. შესწორებები დეპუტატთა ჯგუფების მიერაა ინიცირებული, ის ეხება ნიკა გვარამიას პატიმრობას, განაჩენის გადახედვას და მის გათავისუფლებას, ასევე მედიათავისუფლების უზრუნველყოფას.

რამდენიმე შესწორება კი მიხეილ სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა, ახალი რეზოლუცია მოუწოდებს ევროკომისიას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად მიიღოს.

ცვლილებები ეხება ოლიგარქიულ გავლენებსაც და ერთ-ერთი შესწორების ავტორები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვენ. დეპუტატთა ერთი ჯგუფი კი დასავლეთის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად რუსეთის მხრიდან საქართველოს გამოყენების ალბათობაზე მიუთითებს და ევროკავშირს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი