"ჯერჯერობით არის სავარაუდო დიაგნოზები... 10-ზე და მეტ დიაგნოზზეა საუბარი" | ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, საუბარია დაახლოებით 10 სავარაუდო დიაგნოზზე, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა, რომლის დასკვნაც 18-19 ნოემბერს იქნება მზად. 

"ჯერჯერობით არის სავარაუდო დიაგნოზები, რამდენიმე დიაგნოზზეა საუბარი, 10-ზე და მეტზე. მიმდინარეობას საექსპერტო კვლევა და საბოლოოდ 18-19 ნოემბერს უკვე იქნება დასკვნა, სადაც ჩატარდება ერთობლივი კონფერენცია ექსპერტებისა და ადვოკატების და გაჟღერდება ამ დიაგნოზების შესახებ" - ამბობს ხაჭაპურიძე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო დასკვნა ამერიკელმა ექსპერტებმა მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებს უკვე გადაუგზავნეს. დოკუმენტის თანახმად, არ დასტურდება ის დიაგნოზი, რომელზეც ექიმები თავდაპირველად საუბრობდნენ, საუბარია ვერნიკეს ენცეფალოპათიაზე. ექსპერტები დასკვნაში სავარაუდოდ, დემენციაზე საუბრობენ. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი