
რუსეთი ყირიმის ხიდის შეკეთებას დაპირებულ დროში ვერ დაასრულებს - აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური.
მათი ვარაუდით, ხიდი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას დიდი ალბათობით 2023 წლის სექტემბრამდე ვერ შეძლებს.
„ყირიმის ხიდზე თავდასხმამ გამოიწვია ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაში რუსული ლოჯისტიკური მიწოდების შეფერხება, რამაც შეამცირა რუსეთის შესაძლებლობა, გადაიტანოს სამხედრო ტექნიკა და ჯარები რეგიონში სარკინიგზო ან საავტომობილო გზით“, - წერს ბრიტანეთის თავდაცვა.
ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდი, ანექსირებულ ნახევარკუნძულსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. ის 8 ოქტომბერს, აფეთქების შედეგად დაზიანდა. რუსეთი აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს.
რუსეთის ხელისუფლებამ ოქტომბერში გასცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, ყირიმის ხიდი 2023 წლის 1 ივლისამდე უნდა აღდგეს.