თუ აცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ივანიშვილს არ შეეხება, ესე იგი ეს კანონი არ არის დაწერილი კარგად - გრეგოროვა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტში, გუშინ მიღებულ რეზოლუციას, სადაც საუბარია ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასა და ბიძინა ივანიშვილის გავლენების შემცირებაზე, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აფასებს.

დეოლიგარქიზაციის საკითხზე საუბრისას, ევროპარლამენტარი ამბობს, რომ კანონპროექტის "ოცნებისეული" ვერსია ისეა დაწერილი, მისი "ბოროტად გამოყენება" შესაძლებელია:

ჩვენ ვიცით საქართველოს ამჟამინდელი კანონპროექტის შესახებ და ვიცით, რომ ის ძალიან ჰგავს უკრაინულ ვერსიას, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ უკრაინულ ვერსიას უკვე ხვდა წილად კრიტიკა იმის გამო, რომ ის შესაძლოა ბოროტად იქნას გამოყენებული ოპოზიციის წინააღმდეგ. ამიტომ, საქართველოსთვის, სადაც უკვე არსებობს სახელმწიფოს მიტაცება გარკვეულ დონეზე, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ კანონს აუცილებლად გამოიყენებენ ბოროტად, მაგრამ ის ისეა დაწერილი, რომ ბოროტად გამოყენება შესაძლებელია. ასევე მომისმენია საქართველოს რამდენიმე წარმომადგენლისგან, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი ოლიგარქია საქართველოში, მაგრამ ის არის ოლიგარქი და ეს ნათელია. 

არსებობს ოლიგარქის განსაზღვრება, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი სოციალური და ეკონომიკური გავლენა საზოგადოებაზე და ამ განსაზღვრებაში ბატონი ივანიშვილი ნამდვილად ჯდება. ამიტომ, თუ ზოგიერთი მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კანონი მას არ შეეხება, ესე იგი ეს კანონი არ არის დაწერილი კარგად. ჩვენი მიდგომა სისტემურია. უნდა მოხდეს ცვლილება, რომელიც შეეხება ყველას, ვინც ოლიგარქის ამ განსაზღვრებაში ჯდება, ვინც არ უნდა იყოს ის." ამბობს ევროპარლამენტარი 

გრეგოროვას თქმით, საქართველოს ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც მუდმივად აკრიტიკებენ და არაადეკვატურს უწოდებენ ევროპარლამენტარებს, საქმეს ურთულებენ ქვეყანას:

"ქართული ოცნება ან საქართველოს მთავრობა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი. ჩვენ ვხვდებით ქართული ოცნების არაერთ წარმომადგენელს ბრიუსელში და მე მჯერა, რომ ისინი ნამდვილად პროევროპელები არიან და ნამდვილად სურთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნად იხილონ. თუმცა, ის ხალხი, ვინც მუდმივად გვაკრიტიკებს, არაადეკვატურებს გვიწოდებს და ასე შემდეგ, ისინი უბრალოდ საქმეს გვირთულებენ და საქართველოსაც ურთულებენ საქმეს. ამიტომ, მათ კარგად უნდა გაიაზრონ, სად დგანან სინამდვილეში. თუ ისინი რუსეთის მხარეს არიან, კეთილი, ასე იყოს, მაგრამ ასე შემთხვევაში გამოდის, რომ ევროკავშირის წევრობის მხარეს არ ყოფილან და მაშინ უნდა გაათავისუფლონ ადგილები ისეთი პოლიტიკოსებისთვის, ვინც მართლა პროევროპელია." ამბობს მარკეტა გრეგოროვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი