"ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ [პარტიის] არჩევნებში მონაწილეობისთვის" | ნიკა მელიას პასუხი კოლეგებს

გამოქვეყნდა:

"ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ [პარტიის] არჩევნებში მონაწილეობისთვის" - ამის შესახებ ნიკა მელიამ "ნაციონალურ მოძრაობაში" გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამ განცხადებით მან კოლეგების დღევანდელ განცხადებებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევა აუცილებელია. 

მელიამ თქვა, რომ მათ ამ განცხადებაში "ახალი არაფერი ყოფილა" და ეს იყო "ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც როგორც ჩანს შორსმიმავალი გეგმები აქვს". 

"ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ [პარტიის] არჩევნებში მონაწილეობისთვის" - თქვა მელიამ და განმარტა, რომ დეტალებზე, რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები, პარტია იმსჯელებს.

შეგახსნებთ, რომ ენმ-ს ახალი თავმჯდომარის არჩევის მოთხოვნით, პარტიის წევრების ნაწილმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთებს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი