პასუხი პარტიის ლიდერებს | ნადირაძის თქმით, შიდა არჩევნების მოთხოვნის სია გაფართოვდა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ სულ უფრო მეტი წევრი უერთდება მის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებს პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. მისი თქმით, ახალი თავმჯდომარის არჩევნები დაუყონებლივ უნდა გაიმართოს.

ბრიფინგი პარტიის ოფისში არ ჩატარებულა, ვინაიდან, ენმ-ის წევრთა ნაწილი ცენტრალურ ოფისში გამოჩენას ერიდება. 

"ჩვენს ინიციატივას შემოუერთდა საქართველოს პარლამენტის 10 დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 4 დეპუტატი, ენმ-ის 52 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები მთელი საქართველოდან 277 დეპუტატი და ახლა ყველა ეს ადამიანი ჩვენს ასობითათასს მხარდამჭეთან ერთად, ველოდებით, რომ რაც შეიძლება მალე სწრაფად დაინიშნოს პოლიტსაბჭოს არჩევნები, რომ რაც შეიძლება მალე დავნიშნოთ არჩევნების თარიღი.

ეს ყველაფერი კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ენმ, რომ ფორმაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი და ორგანიზებული ენმ სჭირდება ოლიგარქის დამარცხებასა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას",- თქვა ნადირაძემ. 

ბრიფინგს მეორე მხარემაც უპასუხა, სადაც  განმარტავენ, რომ არჩევნების წინააღმდეგი არავინ არ არის და კოლეგებს ახსენებენ, რომ თუ რამე გასარკვევია გუნდის შიგნით, ამის გაკეთება ბრიფინგების გარეშეც შესაძლებელია. 

ცნობისთვის, ერთადერთი ვინც ამ ეტაპზე დანამდვილებით თქვა, რომ კენჭს აუცილებლად იყრის არჩევნებში, მოქმედი თავმჯოდმარე ნიკა მელიაა. ვინ იქნება მისი კონკურეტი ჯერჯერობით დაუზუსტებელია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი