აშშ-მ რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა

გამოქვეყნდა:

ამერიკამ რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რომელიც  ვაშინგტონმა  20 წლის წინ მისთვის მინიჭებული სტატუსი და რამაც საშუალება მისცა, აეცილებინა საქონელზე ანტიდემპინგური გადასახადები.

Reuters-ის ინფორმაციით,  აშშ-ს მთავრობამ დაადგინა, რომ რუსეთის ძლიერ ერევა ეკონომიკაში, რაც გავლენას ახდენს რუსი მწარმოებლების ფასებსა და ხარჯების სტრუქტურაზე. შედეგად, აშშ-ში გაგზავნილი რუსული საქონლის ფასები შეიძლება იყოს უსამართლო.

"ეს გადაწყვეტილება აძლევს უფლებას აშშ-ს, ანტიდემპინგური კანონმდებლობა სრული სიმკაცრით აამოქმედოს, რათა აღმოფხვრას ბაზარზე არსებული ხარვეზები, რომლებიც გამოიწვია რუსეთის ხელისუფლების ეკონომიკის მუშაობაში მზარდმა ჩარევა", - აცხადებენ აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტში 

რუსეთმა შეერთებული შტატებისგან საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი 2002 წელს მიიღო, რაც სხვა საკითხებთან ერთად, აუცილებელი იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი