ხვალ კულება ბლინკენს შეხვდება და უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ისაუბრებენ

გამოქვეყნდა:

კამბოჯაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტის ფარგლებში ხვალ,12 ნოემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, შეხვდება - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა საინფორმაციო ტელემარტონის ეთერში განაცხადა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამოყენება.

„ხვალ ძალიან აქტიური დღე მექნება, ხვალ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი იქნება, მასთან ცალკე შეხვედრა გვექნება, განვიხილავთ უსაფრთხოების მდგომარეობას, უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდებასა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებას",- თქვა კულებამ. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხერსონის მიმართულებით განხორციელებული კონტრშეტევის ფონზე, ვაშინგტონმა 10 ნოემბერს საღამოს გამოაცხადა უკრაინის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი. პაკეტი მოიცავს ახალი ესპანური Hawk საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ამერიკულ Avenger საჰაერო თავდაცვის სისტემებს Stinger რაკეტებით, ასევე მილიონობით საბრძოლო მასალის მიწოდებას, განსაკუთრებით მცირე ზომის იარაღს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი