ვისაუბრებთ იმ რუსეთთან, რომელიც მზადაა აღიაროს, რომ ოკუპანტია - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა მისი თქმით, ეს "სხვა რუსეთთან" არის შესაძლებელი.

ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა ჯერ უნდა აღიაროს, რომ ოკუპანტია და დააბრუნოს ყველაფერი, მათ შორის " მიწა, უფლებები, თავისუფლება, ფული და სამართლიანობა".

"რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტისგან ულტიმატუმის გარდა, არაფერი მსმენია. მაგრამ მე არ დამიხურავს კარი - მე ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან სასაუბროდ - ოღონდ სხვა რუსეთთან. იმასთან, რომელიც ნამდვილად მზად არის მშვიდობისთვის, რომელიც მზად არის აღიაროს, რომ ისინი ოკუპანტები არიან...მათ უნდა დააბრუნონ ყველაფერი - მიწა, უფლებები, თავისუფლება, ფული და რაც მთავარია, სამართლიანობა.

ჯერჯერობით მე არ მსმენია მსგავსი განცხადებები რუსეთის ფედერაციისგან - არც პუტინისგან და არც ვინმე სხვისგან", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, გასულ კვირას Washington Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ  ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს კონფიდენციალურად მოუწოდებს ღიად აჩვენონ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან და საჯაროდ არ თქვან უარი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.

მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების მოთხოვნა არაა მიმართული უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან  მიყვანაზე, არამედ ეს ემსახურება  საერთაშორისო მხარდამჭერების თვალში მორალური უპირატესობის შენარჩუნებას, ასევე, მხარდაჭერის უზრუნველყოფას იმ ქვეყნებისგან, რომლებიც შესაძლოა, ომის ხანგრძლივობით იყვნენ შეშფოთებულები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი