ენმ-ის ცენტრალურ ოფისში დღეს 14:00 საათზე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება 

გამოქვეყნდა:

"ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნებისთვის ემზადებიან. სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს 2 საათზე პირველად შეიკრიბება. ჯგუფს გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობს. 

მათ 22 ნოემბრამდე აქვთ დრო, რომ შეიმუშაონ  თავმჯდომარის არჩევის წესი, რომელსაც შემდეგ პოლიტსაბჭო დაამტკიცებს. ამ პროცედურების შემდეგ შეძლებენ მსურველები საკუთარი კანდიდატურის ოფიციალურად დარეგისტრირებას.

ამ ეტაპისთვის ცნობილია,რომ მოქმედ თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან ერთად,  პარტიული თანამდებობისთვის გიორგი ჩალაძე და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე იბრძოლებენ. ჯერჯერობით უცნობია შეუერთდება თუ არა მათ ლევან ხაბეიშვილი. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი