ე.წ. ადმინისტრაცია ხერსონის ოლქის დედაქალაქად გენიჩესკის გამოცხადებას უარყოფს 

გამოქვეყნდა:

რუსული სამთავრობო მედია Tass-ის ცნობით, ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ ხელისუფლების წარმომადგენელი დედაქალაქის გენიჩესკში გადატანის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, რეგიონის დედაქალაქად ხერსონი რჩება.

"ხერსონის ოლქის დედაქალაქის გადატანის შესახებ არავითარი ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გენიჩესკი გახდა ქალაქი, სადაც დროებით არის განლაგებული რეგიონული ხელისუფლების არაერთი დეპარტამენტი და სტრუქტურა", - თქვა ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მხრიდან ქალაქ ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული ხერსონის დროებით დედაქალაქად გენიჩესკი დაასახელა. ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, გენიჩესკში, ხერსონის "დროებით დედაქალაქში", ე.წ. ხელისუფლების მთავარი ორგანოები განლაგდა.

11 ნოემბერს უკრაინულ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანდა, რომ უკრაინული დროშა ხერსონის ცენტრში ფრიალებდა. მოგვიანებით უკრაინელი ჯარისკაცების ქალაქში შესვლის ვიდეოკადრები პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გაავრცელა. 

მანამდე, 9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხერსონიდან რუსი ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა. 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა დაასრულეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი