თურქეთში, აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა, დაიღუპა - 6

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, გუბერნატორმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ სტამბოლში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა. დაღუპულთა რაოდენობა კი ამ დროისთვის 6-ია, რომელთაგან ოთხი ადგილზე, ორი კი კლინიკაში გარდაიცვალა.

მან დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და თქვა, რომ დამნაშავეები აუცილებლად სათანადოდ დაისჯებიან. 

"ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი ქვედანაყოფები განაგრძობენ მუშაობას თავდასხმაში მონაწილებისა და მის უკან მყოფების გამოსავლენად. თურქეთისა და თურქი ერის ტერორიზმით დაპყრობის მცდელობები დღეს და ხვალ ვერ მიაღწევს თავის მიზანს. დარწმუნებულები იყვნენ, რომ დამნაშავეები ისე დაისჯებიან, როგორც იმსახურებენ" - თქვა ერდოღანმა. 

 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი