"არის ნიშნები, რომ ტერაქტის საქმეში ქალიც ფიგურირებს" | ერდოღანი

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, სტამბოლში მომხდარი აფეთქების საქმეში, რომელიც სავარაუდოდ ტერაქტი იყო, ქალიც ფიგურირებს. 

"წინასწარი მონაცემებით, სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრების გათვალისწინებით, ასევე, პირველადი ინფორმაციით, რომელიც გუბერნატორმა მოგვაწოდა, მომხდარს "ტერაქტის სუნი აქვს... არის ნიშნები, რომ საქმეში ქალიც ფიგურირებს", - განაცხადა ერდოღანმა.

ადგილობრივი მედიასაშუალებებიც ავრცელებენ ფოტოს, რომელზეც, მათი მტკიცებით, ისტიკლალზე მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი ქალი ჩანს.

ამ დროისთვის, ცნობილია, რომ თურქეთში, აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა, დაიღუპა - 6.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი