
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს ხერსონის გათავისუფლებისათვის:
"ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო და ჩვენი წარმატებით დასრულდა. თუმცა ამას თავისი ფასი აქვს. მარადიული ხსოვნა ჩვენს დაღუპულ ძმებს და დებს! ჩვენ ვიცით, ვისთვის და რისთვის ვიბრძვით. ერთად გამარჯვებამდე", - წერს ზალუჟნი ტელეგრამზე.
უკრაინელი დამცველები ხერსონში 11 ნოემბერს შევიდნენ. რეგიონი რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან ოკუპირებული იყო.
დღეს გათავისუფლებულ ხერსონში პრეზიდენტი ზელენსკი ჩავიდა.