
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Reuters-მა თვითმხილველზე დაყრდნობით გაავრცელა.
"ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის", - უთხრა ზელენსკიმ ჯარებს.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნატოს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინს მხარდაჭერისთვის.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ოკუპირებული ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. 11 ნოემბერს ხერსონი უკრანის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა, ქალაქში სამხედრო ქვედანაყოფები შევიდნენ, რომელსაც მოსახლეობა დროშებით დახვდა.
ხერსონის დაბრუნება ოკუპაციის დასაწყისიდანვე რჩებოდა უკრაინის ერთ-ერთ მთავარ სამხედრო და პოლიტიკურ მიზნად.