
"პირნათელი ვარ, რომ 12 პუნქტი შესრულდება", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე ანრი ორხანაშვილი საუბრობს. მისი თქმით, მმართველი პარტია ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ გეგმას პირნათლად ასრულებს და ყველა პუნქტი, რომელიც ემსახურება საკანონდებლო ცვლილებას, შესრულდება.
ჩვენ 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, როგორც განვაცხადეთ ოფიციალურად, რომ გეგმასთან დაკავშირებით შესრულდებოდა თითოეული პუნქტი, ჩვენ ამ დაპირებას პირნათლად ვასრულებთ, თითოეულ პუქტთან დაკავშირებით, ჩვენ სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გვქონდა. შეკრული იყო ჯგუფები, რომლებიც მუშაობდნენ ამასთან დაკავშირებით, გამჭირვალედ, ღიად, ყველას ჰქონდა დასწრების უფლება, პირნათელი ვარ იმასთან, რომ 12 პუნქტი რაც გაწერილი იქნა, შესრულდება, სასპეკულაციო სირცეს ჩვენ არავის არ დავუტოვებთ, პრაქტიკულად ამ წელს, ყველა პუნქტი ყველა საკანონდელო ცვლილება, რომელიც ემსახურება ამ პუნქტების შესრულებას, იქნება დასრულებული, - ამბობს ოხანაშვილი.
ცნობისთვის, პარასკევს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერი და კიდევ ორი მინისტრი მივა.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი