"თანამედროვე პოლიტიკოსებად" შერაცხულები და საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ კეკლუცს და პოლიტიკურ მოდას არის აყოლილი.
ზოგი სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ განზრახ აკეთებს ამას, ზოგს საკუთარი დროშაც დაავიწყდა და სხვისას აფრიალებს, ზოგიც სხვაგვარად ფიქრობს, მაგრამ მაინც კეკლუცობს და სხვანაირად ამბობს.
მათი აზრით, რადგან ევროპულია, ცუდიც კი კარგია. ასე კეკლუც-კეკლუც, მოდა-მოდა შესაძლოა ჩვენი კულტურა, ტრადიციები და ჩვენი ღირსებაც სხვის ინტერესებს შევწიროთ. ევროპული ბევრი რამ მისაღებია და გასათვალისწინებელიც, მაგრამ არა ყველაფერი.
მოკეკლუცე პოლიტიკოსებს ვურჩევდი, საკუთარი ღირსება მცირედით მაინც დაიტოვონ, თორემ იმ ევროპას და დასავლეთს მორჩილები მხოლოდ აღმსრულებლებად სჭირდებათ, პატივს კი მათ არ სცემენ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს მსოფლიო პოლიტიკაში იდეოლოგიური ომია, მათ შორის საქართველოშიც. კულმინაციას მიღწეული ნებისმიერი პროცესი ვარდნას განიცდის.
ულტრალიბერალიზმმაც კულმინაციიდან ვარდნა დაიწყო და ეს პროცესები ულტრარადიკალებმა რომ არ გამოიყენონ, აუცილებელია არა ემოციებზე, არამედ, გონებაზე დაფუძნებული ეროვნულ-ევროპული, კონსერვატორული იდეოლოგია შევთავაზოთ მოსახლეობას.
ეს არის დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური კრიზისის ერთადერთი გამოსავალი.
ლიბერალები უკვე დიდი ხანია არა რეალურ, არამედ ლამაზად შეფუთულ ყალბ პოლიტიკას სთავაზობენ ხალხს. პოლიტიკა კი მხოლოდ სიმართლეს უნდა ეფუძნებოდეს“,
ამბობს "ქართულ ოცნებას" გამოყოფილი და მოძრაობა "ხალხის ძალის" დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.