ლავროვმა G20-ის სამიტი დასრულებამდე დატოვა და რუსეთში გაფრინდა

გამოქვეყნდა:

რუსული სამთავრობო მედიის ТАСС-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა G20-ის სამიტი უკვე დატოვა.

გამოცემის ცნობით, ლავროვმა სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და რუსეთში გაფრინდა, თუმცა სამიტი ჯერ არ დასრულებულა და ის 16 ნოემბერსაც გრძელდება.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ინფორმაციით,  G20-ის სამიტის მონაწილეები მუშაობენ დეკლარაციაზე, რომელშიც დაგმობენ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს.

დღეს REUTERS-მა გაავრცელა დეკლარაციის პროექტი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი