G20-ის დეკლარაციის პროექტის თანახმად, წევრი ქვეყნების უმრავლესობა მკაცრად გმობს ომს უკრაინაში - Reuters

გამოქვეყნდა:

G20-ის დეკლარაციის პროექტში ნათქვამია, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობამ მკაცრად დაგმო ომი უკრაინაში. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ეს კიდევ უფრო ასუსტებს გლობალურ ეკონომიკას.

ინფორმაციას Reuters აქვეყნებს.

მედიის ცნობით, G20 ასევე გამოხატავს ღრმა შეშფოთებას გლობალური სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით დაძაბულობის ესკალაციის გამო. დოკუმენტში დიდი ოცეულის წევრი ქვეყნები ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე მიუთითებენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ  გააგრძელონ ძალისხმევა ინფლაციის შესაკავებლად.

"წევრთა უმრავლესობამ მკაცრად დაგმო უკრაინაში ომი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის იწვევს უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვას და ამძაფრებს არსებულ სისუსტეებს გლობალურ ეკონომიკაში",- Reuters-ის ცნობით წერია დეკლარაციის პროექტში. 

გარდა ამისა, მედიის ცნობით, პროექტში აღნიშნულია, რომ სამიტზე "იყო სხვა შეხედულებები და განსხვავებული შეფასებები სიტუაციისა და სანქციების შესახებ".

16-გვერდიანი დოკუმენტი G20-ის წევრებს ჯერჯერობით არ მიუღიათ. სამიტი 15-16 ნოემბერს იმართება.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი