"აშშ-ს მკაფიოდ აქვს გაცხადებული, რომ NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს დაიცავს" | პენტაგონის პრესსპიკერი

გამოქვეყნდა:

პენტაგონის პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ პატრიკ რაიდერის განცხადებით, "აშშ-ს მკაფიოდ აქვს გაცხადებული, რომ ის NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს დაიცავს".

მისივე თქმით, ამ დროისთვის აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს ცნობებს სასიკვდილო რუსული სარაკეტო თავდასხმის შესახებ პოლონეთში. თუმცა რაიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ს ამის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია აქვს. 

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, პოლონეთის ტერიტორიაზე 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და 2 ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი