"რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა ისროლა რაკეტები, რომლებიც მიმართული იყო არა მხოლოდ უკრაინელ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ" - წერს ლატვიის თავდაცვის მინისტრი არტის პაბრიქსი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს.
"ვუსამძიმრებ ჩვენს პოლონელ ძმებს. რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა ისროლა რაკეტები, რომლებიც მიმართული იყო არა მხოლოდ უკრაინელ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, არამედ ნატოს ტერიტორიაზეც, რომელიც პოლონეთშიც დაეშვა. ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს" - ლატვიის თავდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ მედიის ინფორმაციით პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც.