ჟოზვიაკი NATO-ს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ "ალიანსს მჭიდრო კომუნიკაცია აქვს პოლონეთთან"

გამოქვეყნდა:

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ ჟოზვიაკის ინფორმაციით, NATO-ს ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ალიანსი "განიხილავს გავრცელებულ ინფორმაციას და მჭირდო კოორდინაცია აქვს მოკავშირე პოლონეთთან".

ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მორავიეცკიმ და პრეზიდენტმა დუდამ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს კრიზისული სხდომა მოიწვიეს.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროლეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.

გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს 
"მიზანმიმართული პროვოკაციაა".

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი