
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი, იაროსლავ ნადმის შეშფოთებულია პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნით. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ინფრასტრუქტურაზე უაზრო თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
"რუსეთმა უნდა ახსნას რა მოხდა. ინფრასტრუქტურაზე უაზრო თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. რუსეთის უგუნური ქმედებები კონტროლიდან გამოდის. ჩვენ ვიქნებით მჭიდრო კონტაქტში ნატოსთან“ - წერს იაროსლავ ნადმი.
ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მორავიეცკიმ და პრეზიდენტმა დუდამ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს კრიზისული სხდომა მოიწვიეს.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროკეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს
"მიზანმიმართული პროვოკაციაა".
იხილეთ ასევე: