"ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით" | შარლ მიშელი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით" - წერს twitter-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცის ეხმაურება.

მისივე თქმით, მას აქვს კონტაქტი პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროპული საბჭოს წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან.

"შოკირებული ვარ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ან სხვა საბრძოლო მასალის შესახებ ცნობებით.
ვუსამძიმრებ ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით. მე მაქვს კონტაქტი პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროპული საბჭოს წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან" - წერს შარლ მიშელი.

ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა".

მანამდე კი რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროლეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი