"ვარკვირდებით სიტუაციას" | სტოლტენბერგი დუდას ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

"ვესაუბრე პრეზიდენტ დუდას მომხდარი აფეთქების შესახებ. მივუსამძიმრე დაღუპულები გამო. NATO აკვირდება სიტუაციას და ჩვენი მოკავშირეები მჭიდროდ ახორციელებენ კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი გაირკვეს" - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაწერა და პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. 

ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა".

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროკეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი