
ლიეტუვა მტკიცედ დგას პოლონეთის გვერდით - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა Twitter-ზე და პოლონეთში, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ რაკეტების გასროლას ეხმაურება.
"შემაშფოთებელი ახალი ამბავი პოლონეთიდან, სულ მცირე 2 აფეთქების შესახებ.მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონელ მეგობრებთან. ლიეტუვა მტკიცედ დგას პოლონეთის გვერდით. ნატოს თითოეული სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს"- ამბობს გიტანას ნაუსედა
ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა".
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროკეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.