ბლინკენი პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს: ზბიგნევ რაუსა და დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა. 

"მე ვესაუბრე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. დღეს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პოლონეთს აფეთქების მიმდინარე გამოძიებაში აშშ-ის სრული მხარდაჭერა, აფეთქების, რამაც პოლონელების სიცოცხლე შეიწირა"- წერს ბლინკენი. 

მანმდე ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, რომ სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის გარდა პოლონეთში მომხდარი აფეთქების საკითხიც განიხილა.ბლინკენი  წერს, რომ აშშ უკრაინის გვერდით იქნება და მხრას დაუჭერს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. 

ამასთან თავად კულება წერს, რომ ბლინკენთან ერთად განიხილა რუსული სარაკეტო ტერორი - მისი მასშტაბები, მიზნები, შედეგები."მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რეაგირება იმაზე, რაც მოხდა პოლონეთში, უნდა იყოს მკაცრი და პრინციპული."- დაწერა კულებამ. 

ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა".

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროკეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი