
ამჟამად, არ გვაქვს რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა. დიდი ალბათობით, ეს რუსული რაკეტაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გამოძიების საგანია - ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა.
დუდას ინფორმაციით, ნატო საბრძოლო მზადყოფნაშია, პოლონეთმა კი, შეიარაღებული ძალების მზადყოფნა გააძლიერა.
"მე მივაწოდე ინფორმაცია ნატოს გენერალურ მდივანს და აშშ-ის პრეზიდენტს. ჩვენი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში, რომელიც ნატოს შტაბბინაში გაიმართება. ამჟამად, არ გვაქვს რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა. დიდი ალბათობით, ეს რუსული რაკეტაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გამოძიების საგანია“, - ამბობს ანჯეი დუდა.
ახლა ყველა უტყუარი მტკიცებულებების მოპოვებას ელოდება. გამოძიებაში ამერიკელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
პრეზიდენტ ანჯეი დუდას განცხადებით, დღეს, გამართება ნატოს წევრი სახელმწიფოების საგანგებო სხდომა, რომელზეც პოლონეთი, დიდი ალბათობით, მოითხოვს ნატოს წესდების მეოთხე მუხლის ამოქმედებას. ეს მუხლი ალიანსის მიერ კონსულტაციების დაწყებას ითვალისწინებს, თუკი ნატოს ერთ-ერთ წევრს საფრთხე ემუქრება.
ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა".
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროკეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.