გერმანია პოლონეთს საჰაერო სივრცის პატრულირებაში დახმარებას სთავაზობს 

გამოქვეყნდა:

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ქვეყანა პოლონეთს საჰაერო სივრცის პატრულირებაში დახმარებას შესთავაზებს. ამის შესახებ სამინისტროს სპიკერმა მედიასთან გამართულ პრესსკონფერენციაზე ისაუბრა

"როგორც დაუყოვნებლივი რეაქცია პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე, ჩვენ მას შევთავაზებთ საჰაერო პატრულირების გაძლიერებას, გერმანული Eurofighters-ით. მისია შეიძლება დაიწყოს ხვალიდან, თუ ამის სურვილი პოლონეთს ექნება. რეაქტიული თვითმფრინავების გადატანა პოლონეთში საჭირო არ იქნება, ის შეიძლება აფრინდეს გერმანიის საჰაერო ბაზებიდან და დაბრუნდეს აქ ყოველი მისიის შემდეგ", - თქვა მან.

პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინე ლამბრეხტი გეგმავს, რომ ამ საკითხზე თავის პოლონელ კოლეგას ესაუბროს. გარდა ამისა, ამავე პრესკონფერენციაზე გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ტელეფონზე ესაუბრა და მას ბერლინის მხარდაჭერა შესთავაზა.

"ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვდგავართ პოლონეთის გვერდით და რა თქმა უნდა არ დავტოვებთ პოლონეთს მარტო ამ სიტუაციაში", - აღნიშნა მთავრობის სპიკერმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მომხდარი, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის ძალებს უკავშირდება, თუმცა სტოლტენბერგმა იქვე აღნიშნა, რომ ინციდენტი უკრაინის ბრალი არაა.

სტოლტენბერგის თქმითვე, არსებობს "მინიშნება", რომ რაკეტა იყო მიზანმიმართული თავდასხმის შედეგი ან რომ რუსეთი ამზადებს შეტევითი სამხედრო მოქმედებებს NATO-ს წინააღმდეგ. ამის შესახებ თავად პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამაც განაცხადა: "არ არსებობს მინიშნება, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა პოლონეთზე", - თქვა მან.

15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთმა თქვა, რომ რაკეტა რუსული წარმოებისაა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონფლიქტის დროს ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა.

დუდამ ოთხშაბათს საღამოს გამართულ მიმართვაში განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ზუსტად გაუშვა რაკეტა. პოლონეთმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები აფეთქებების გამოსაძიებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მას "არაფერი აქვს საერთო" პოლონეთში მომხდართან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი