CNN: უკრაინამ აშშ-სა და მოკავშირეებს უთხრა, რომ მან სცადა რაკეტის ჩამოგდება პოლონეთში აფეთქების ადგილთან ახლოს

გამოქვეყნდა:

უკრაინის სამხედროებმა აშშ-სა და მოკავშირეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ისინი ცდილობდნენ რუსული რაკეტის ჩამოგდებას პოლონეთში მომხდარი ინციდენტის ლოკაციასთან ახლოს - ამის შესახებ CNN აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ეს თავდაცვითი რაკეტა, იგივე რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა.

CNN-ის ცნობით, მედია კომენტარისთვის პენტაგონის პრესსპიკერსაც დაუკავშირდა, მან კი გასულ ღამეს აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადება გაიმეორა: "ტრაექტორიის თვალსაზრისით ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან იყო გასროლილი, მაგრამ ვნახავთ".

ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ თქვა, რომ მაღალი ალბათობით პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის მხრიდან თავდაცვისთვის იყო გამოყენებული და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ აღნიშნული პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა იყო.

ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც ისაუბრა. 

15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთმა თქვა, რომ რაკეტა რუსული წარმოებისაა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონფლიქტის დროს ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა.

დუდამ ოთხშაბათს საღამოს გამართულ მიმართვაში განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა რაკეტა. პოლონეთმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები აფეთქებების გამოსაძიებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მას "არაფერი აქვს საერთო" პოლონეთში მომხდართან.

გამოძიებაში ჩართვას და შემთხვევის ადგილზე დაშვებას ითხოვს უკრაინაც

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი