ნიკა მელია, გიორგი მუმლაძე და უკვე ლევან ხაბეიშვილი. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა დაანონსა. ოფიციალური განაცხადი დღეს ლევან ხაბეიშვილმა პარტიული ოფისიდან გააკეთა.
აზრთა სხვადასხვაობისა და დაძაბულობის დაწყების შემდეგ ის მხარდამჭერებთან ერთად "ნაციონალურ მოძრაობაში" პირველად მივიდა. უძრაობა მოძრაობად უნდა იქცეს, თავმჯდომარე უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა დამყოფი - ამ სიტყვებით დაიწყო ოპონირება ლევან ხაბეიშვილმა, განაცხადს პასუხი მალევე მოჰყვა "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებისგან.