საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტებს, რომლითაც ცივ იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება.
ცვლილების თანახმად:
მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება აღნიშნული სამართალდარღვევის ერთი წლის მანძილზე მხოლოდ მესამედ ჩადენის შემთხვევაში.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში იზრდება სასჯელი ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით:
"სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილისთვის, სანქციის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთისა. ასევე, მკაცრდება პასუხისმგებლობა ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის უკანონო ტარებისათვის - ამ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა ოთხ წლამდე ვადით იქნება დაწესებული".
ცვლილება შედის ცივი იარაღის ტარების განმარტებაშიც:
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ცვლილებები ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზმა გამოიწვია, კერძოდ, უწყების ცნობით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში გამოვლინდა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტების მნიშვნელოვან ნაწილში დანაშაულის ჩადენის იარაღს წარმოადგენდა ცივი იარაღი.