ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს სათავეში ირაკლი კობახიძე ჩაუდგა - გადაწყვეტილება მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ ერთსულოვნად მიიღო. შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილი ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძეს თავის დროზე თანაგუნდელთა ნაწილი დემარშით გაექცა და სპიკერის სავარძელი სერგეი გავრილოვს სწორედ მან დაუთმო, ივანიშვილმა არჩევანი მაინც მასზე შეაჩერა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძეს ყოველთვის წარმატება უკავშირდება და მან კარგად იცის საარჩევნო საკითხები.
ის, რომ კობახიძე უხელმძღვანელებს შტაბს, ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რადგან იშვიათია ასეთი დონის პროფესიონალი, რომელიც ასე კარგად გრძნობს საარჩევნო პროცესს. ვფიქრობ, რომ იქნება ის წარმატებული, - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე არის "ქართული ოცნების" ერთერთი გამორჩეული სახე.
არ უნდა იყოს გასაკვირი ბატონი კობახიძის იმ პოზიციაზე დანიშვნა, რომელზეც შეირჩა. ეს არის ძალიან დიდი, საპასუხისმგებლო საქმე, რომელიც მას პარტიამ ჩააბარა, - აცხადებს სოფო კილაძე.
ამასთან, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 30-ვე მაჟორიტართან დაკავშირებით გადაწყვეტილება თითქმის ბოლომდეა მიღებული.