სხვა კონტექსტში ვხუმრობდი - ზარქუა ჯინ შაჰინისთვის" ჩათლახის" წოდებაზე

გამოქვეყნდა:

დღევანდელ ფაქტს მინდა გამოვეხმაურო:
1. დღეს გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ჩანს თითქოს  შეურაცხვყოფ აშშ-ს სენატორს. 
რეალურად სენატორის შეურაცხყოფის მიყენების მიზანი ნამდვილად არ მქონია და  აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებამდე, ვიდრე კამერებს ჩართავდნენ.
  მანამდე დაწყებული ხუმრობის გაგრძელებასთან რომ გვქონდა საქმე, ეს იქ მყოფმა ჟურნალისტებმაც კარგად იციან. 
2. ნებისმიერ შემთხვევაში ვწუხვარ, თუკი ვინმემ ისე გაიგო ჩემი გამონათქვამი, რა კონტექსტით და მიზნითაც ნაცმედიამ გაავრცელა.
P. S. როგორც წესი ასეთი შავი, არაოფიციალური მასალის გამოყენებას ჟურნალისტები არ კადრულობენ-ხოლმე, თუმცა, როგორც ჩანს, ჟურნალისტური მორალი მეასეხარისხოვანი ხდება, როდესაც სკანდალის ინტერესი დიდია.

წერს ზარქუა მის მიერვე, სენატორ ჯინ შაჰინისთვის, "ჩათლახის" წოდებაზე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი