აზერბაიჯანში სამხედროების სოლიდარობის აქცია პოლიციელებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანში სომეხი ჯარისკაცების მიერ მოკლული გენერლისა და სამხედროების სოლიდარობის აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირების მიზეზი მომიტინგეთა გარკვეული ნაწილის მიერ პარლამენტის შენობაში შეჭრა და პოლიციის მანქანების დაზიანება გახდა.

სამართლდამცველებმა მოსახლეობის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. დაკავებულია აქციის ათობით მონაწილე. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას თოუზის რეგიონში სომხეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ. 

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების დროს მხარეებმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიმართულებით ცეცხლი 120მმ-იანი ნაღმტყორცნების გამოყენებით გახსნეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კი ბრალდებები უარყო და აზერბაიჯანული მხარე ცეცხლის გახსნაში პირიქით დაადანაშაულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი