ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის რვა სტადიონზე ალკოჰოლი არ გაიყიდება. ეს ხდება მას შემდეგ, რაც FIFA-მ შეცვალა პოლიტიკა ტურნირის დაწყებამდე ორი დღით ადრე.

სოფლიო ჩემპიონატი კვირას დაიწყება, როდესაც ყატარი ეკვადორს დაუპირისპირდება.

ყატარმა თავდაპირველად დაავალა Budweiser-ის, FIFA-ს სპონსორს, სტენდები ნაკლებად გამორჩეული ყოფილიყო, მაგრამ ახლა ალკოჰოლი საერთოდ არ გაიყიდება სტადიონებზე - გარდა კორპორატიული მაყურებლისა.

"მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებასა და ფიფას შორის დისკუსიების შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ალკოჰოლური სასმელების გაყიდვაზე ფოკუსირება მოახდინონ ფიფას ფან ფესტივალზე, გულშემატკივართა სხვა მიმართულებებზე და ლიცენზირებულ ადგილებზე, ლუდის გაყიდვის პუნქტების ამოღება ყატარის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის სტადიონის პერიმეტრიდან", - განაცხადა "ფიფამ".

ალკოჰოლის გაყიდვა მკაცრად კონტროლდება ყატარში და ქვეყანას უნდა შეემსუბუქებინა შეზღუდვები.

Budweiser-მა პარასკევს Twitter-ზე გამოაქვეყნა შეტყობინება" "კარგი, ეს უხერხულია", მოგვიანებით პოსტი წაიშალა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი