
ჩემი დასკვნაა, რომ გიორგი ვაშაძე არის მოღალატე და ის დავალებას ასრულებს - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვაშაძის დღევანდელი გამოსვლის შეფასებისას.
საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციაზე, რა დროსაც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა სწორედ პრემიერს დააკისრა პირდაპირი პასუხისმგებლობა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ვერმიღების გამო.
კობახიძემ ვაშაძის გარდა, ელენე ხოშტარიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძესაც "სამარცხვინოები" უწოდა:
„რაც შეეხება მის თანაგუნდელებს, მაგალითად, ერთ-ერთი არის ელენე ხოშტარია, რომელიც მილიონობით რუსულ რუბლს იღებს რუსეთის ოფიციალური ბიუჯეტიდან, ეს კიდევ ერთი მაგალითი. ასევე არის ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც არ დავაკონკრეტებ, რას აჩვენებს რუსებს. რაც აჩვენეს 2008 წელს რუსებს, იმავეს აჩვენებს საზღვარზე ახლა. ასეთი სამარცხვინო ხალხია ეს ადამიანები და რაც რეალურად, მთლიანად ამ პროექტის სახეს აჩვენებს. შესაბამისად, ისინი, ვაშაძე, არიან მოღალატეები. პირდაპირ შემიძლია გითხრათ – ვაშაძის თითოეული ნაბიჯი არის მოღალატეობრივი და ეს ეხება მთლიანად ამ ომისა და ღალატის პარტიას, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი – რამენაირად საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან. ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს. არ მგონია, რომ ისინი ამას დავალების გარეშე აკეთებდნენ. არის კონკრეტული ნაბიჯები, რის საფუძველზეც გამომაქვს პოლიტიკური დასკვნები. ჩემი დასკვნაა, რომ გიორგი ვაშაძე არის მოღალატე, და მოღალატეა არა იმის გამო, რომ ეს არის მისი მოწოდება, არამედ იმიტომ, რომ ის დავალებას ასრულებს" - თქვა კობახიძემ
იხილეთ ასევე: